Crystalbet ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩებს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩებს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია. 

16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის ლოკომოტივი - დინამო თბილისს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა კორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი - ბაჰათინ შიმშეკი იქნება.

მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის დილასა და დინამო ბათუმს შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე კორაი გენჩერლერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი შუქურასა და თელავს შორის 14:00 საათზე დაიწყება, სამგურალი კი ტორპედოს საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობა

8 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ ლიგას 19 ქულით თბილისის "დინამო" ლიდერობს. თბილისელებს 1 ქულით ბათუმელები ჩამორჩებიან. უკანასკნელ პოზიციაზე კი 4 ქულით "სამტრედია" გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები