პოპკორნი მანქანაში - ბითაძე და მისი თანაგუნდელები ახალწვეულს გაეხუმრნენ
Aa
Aa

პოპკორნი მანქანაში - ბითაძე და მისი თანაგუნდელები ახალწვეულს გაეხუმრნენ

„ინდიანა პეისერსმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გაეხუმრნენ გოგას გუნდის კალათბურთელები ახალწვეულ კასიუს სტენლის. მალკოლმ ბროგდონმა, ბითაძემ და სხვებმა სტენლის სიურპრიზი მოუწყვეს და მისი მანქანა პოპკორნით აავსეს.

„ახლა დავბრუნდით, გვიანია და ავტომობილებით სახლებისკენ უნდა წავიდეთ. ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს, მაგრამ ახალწვეული გვყავს, რომელიც არ გვისმენს. საუბარი კასიუს სტენლიზე მაქვს. იგი დასვენების დღეებისას ვარჯიშობს, სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს, მაგრამ მატჩების შემდეგ პირსახოცების მოტანა არ შეუძლია“, - ამბობს ბროგდონი.

სტენლის ახალწვეულის მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა ძვირად დაუჯდა და მის ახალ BMW-ში პოპკორნი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ვიდეოში გოგაც ჩანს, რომელიც პოპკორნს სინჯავს და ამბობს: „თან მარილიანიცაა, ღმერთო ჩემო. მალკოლმ ძალიან მარილიანია, ძალიან მარილიანია“.

შეგახსენებთ, რომ ბითაძეს მსგავს ვითარებაში ყოფნის გამოცდილება აქვს. 2019 წელს, „ინდიანას“ კალათბურთელები მას გაეხუმრნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები