Aa Aa
8 აპრილი 2021  |  17:54

ასტერიქსი და ობელიქსი - იბრაჰიმოვიჩს მე-5 ნაწილში გადაიღებენ

„ასტერიქსი და ობელიქსი“ - კომედიური და სათავგადასავლო ჟანრის ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ასრულებს. ფილმი ოთხი ნაწილისგან შედგება და  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

იტალიური მედიის ცნობით „მილანისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხსენებული ფოლმის მე-5 ნაწილში გადაიღებენ. ახალი ეპიზოდი კი 2022 წელს გამოვა.

თავდაპირველად ინფორმაცია L’EQUIPE-მა გაავრცელა. 39 წლის თავდამსხმელი სანრემოს ფესტივალზე იმყოფებოდა და სწორედ იქ გადაწყდა ზლატანის ფილმში მონაწილეობის ამბავი. ცნობილია, რომ „ასტერიქსის და ობელიქსის“ მე-5 ეპიზოდს „აბრეშუმის გზა“ ერქმევა.

თავად ფეხბურთელმა კი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს ამცნო, რომ ახალ ფილმში ის „ანტივირუსის“ როლს შეასრულებს.

ცოტა რამ "ასტერიქსზე და ობელიქსზე"

ამ ფილმის პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. მეორე ეპიზოდი 2002 წელს, მესამე  2008-ში, ხოლო მეოთხე 2012 წელს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მეხუთე ნაწილი 2022 წელს გამოვა. 

პირველი ნაწილი - "კეისარის წინააღმდეგ" - ჩვენ წელთაღრიცხვამდე 50 წელს ასტერიქსი და ობელიქსი , პატარა მაგრამ კარგად დაცულ სოფელში ცხოვრობენ. აქ დრუიდები ჯადოსნურ სასმელს ამზადებენ, რაც ნებისმიერ ადამიანს ძლიერ ჯარისკაცად აქცევს. როდესაც რომაელები გალიის გავლით ინგლისის არხისკენ მიემართებიან, ცეზარი და მისი რაზმი ამ საიდუმლო ელექსირის არსებობას აღმოაჩენენ და შეიპყრობენ დრუიდების ლიდერს, რომელმაც მისი დამზადების რეცეპტი იცის. ახლა ასტერიქსი და ობელიქსი მის გამოსახსნელად არიან გაგზავნილები.

მეორე ნაწილი"მისია კლეოპატრა" - ასტერიქსი და ობელიქსი ეგვიპტეში მიემგზავრებიან არქიტექტორ ნუმერობის დასახმარებლად, რომელმაც სამ თვეში ზღაპრული სასახლე უნდა ააგოს დედოფალ კლეოპატრასთვის.

მესამე ნაწილი - "ოლიმპიური თამაშები" - 50 წელი გავიდა იესო ქრისტეს დაბადებიდან. ყველაფერი რომის იმპერიის ძალაუფლების ქვეშაა. ბერძენი პრინცესას გულის მოსაგებად ბევრი იბრძვის, მაგრამ პრინცესა ერთ დღეს განცხადებას გააკეთებს და იტყვის, რომ იგი ცოლად მიყვება ოლიმპიური თამაშის გამარჯვებულს...

მეოთხე ნაწილი - "ღმერთმა დაიფაროს ბრიტანეთი" - ფილმი მოგვითხრობს ერთი საოცარი სოფლის შესახებ გალიაში. ერთი შეხედვით ეს სოფელი დიდად არაფრით გამოირჩევა სხვა დანარჩენებისგან, მაგრამ მათ დანარჩენებისგან მათი საოცარი ელექსირი გამოარჩევთ. მათ სოფელში დრუიდს შეუძლია ელექსირის დამზადება, რომელიც ჩეულებრივ ადამიანზე ათჯერ სწრაფს და ძლიერს ხდის ნებისმიერ მის დამგემოვნებელს...

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში