Aa Aa
8 აპრილი 2021  |  15:05

რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესოა - Opta-მ ხვიჩა გამოარჩია

Opta Sports სპორტულ სტატისტიკაზე ორიენტირებული სააგენტოა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება. ბრიტანული კომპანია ფეხბურთში აქტიურადაა ჩართული და წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებისთვის „ტვიტერზე“ სპეციალური გვერდები აქვს შექმნილი, რომელთა მიზანიც საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლების, მიღწევებისა და რეკორდების გაშუქებაა.

OptaIvan გახლავთ გვერდი, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის სტატისტიკურ მონაცემებზეა ფოკუსირებული და რამდენიმე წუთის წინ, ჩვენთვის საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. საუბარი რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხება.

„რუბინის ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 75 წარმატებული დრიბლინგი აქვს შესრულებული - მინიმუმ 15-ით მეტი, ვიდრე რუსეთის პრემიერ ლიგის ნებისმიერ ფეხბურთელს. მაესტრო“, - წერს OptaIvan.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი გადაბირება ევროპული ფეხბურთის გრანდებს სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს „ბაიერნი“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“ და „სევილია“ იჩენენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში