კაშია:
Aa
Aa

კაშია: "კვარა მთელს მატჩს 120 კილომეტრი საათი თამაშობს"

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მცველმა გურამ კაშიამ „პირველი არხის“ სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა.

კვარაცხელიას შესახებ

„კვარა ახალგაზრდა არის. რომ იწყებს 120 კილომეტრი საათი თამაშობს მთელს მატჩს. ჯერ ახალგაზრდაა, ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს. რომ გაიზრდება შემდეგ ამ ენერგიას დააბალანსებს. ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს.

აქეთ-იქეთ (ფლანგზე) ძალიან ბევრს დარბის. მატჩის ბოლოს ალბათ ამიტომ იღლება. რომ გაიზრდება შემდეგ ამის ბალანსს შეძლებს.

ნაკრების შესახებ

„იმ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც ამ სამ შეხვედრაში ვაჩვენეთ, ამბიცია უნდა გაგვიჩნდეს, რომ ჯგუფში წარმატებით გამოვიდეთ. კოსოვოსთან მძიმე მატჩი გველის, თუმცა მათთან ქულები უნდა დავგეგმოთ. შვედეთთან და საბერძნეთთან აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ“.

სანიოლის შესახებ

„სანიოლი ისეთივეა, როგორც პრესკონფერენციაზე. შეგიძლია ნებისმიერ დროს ელაპარაკო. ძალიან გახსნილია. ხიზანიშვილი მას კარგად ეხმარება. ახალი მცველების გამოძახება მან ურჩია.

სწრაფი ფეხბურთელები ძალიან უყვარს - კვარაცხელია და ლობჟანიძე.

მწვრთნელი დავალებებს კარგად გვაწვდის. დისციპლინა მოედნის მიღმაც ძალიან უყვარს. პოზიტიური ადამიანია. დაძაბულობისას წნეხს გვიხსნის. უბურთოდ ყოფნისას აგრესიულად თამაშს გვთხოვს. დაცვის შერჩევისას სწორი არჩევანი გააკეთა.

მჯერა, რომ როცა ნაკრებს უკეთ გაიცნობს გუნდი უკეთ ათამაშდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები