Aa Aa
8 აპრილი 2021  |  10:12

9 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს - ტუხელის სამომავლო გეგმები

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Mirror ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და იუწყება, რომ ზაფხულში, „არისტოკრატები“ სერიოზული ცვლილებების გატარებას აპირებენ. „ლურჯების“ ხელმძღვანელები გუნდის ახალი თავკაცის, ტომას ტუხელის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი არიან და გერმანელ სპეციალისტს მხარს უჭერენ.

Mirror-ის ინფორმაციით, ტუხელი „ჩელსის“ ტრანსფორმაციას გეგმავს და ზაფხულში, „სტემფორდ ბრიჯს“ მინიმუმ 9 ფეხბურთელი დატოვებს. ბრიტანული ტაბლოიდის მიხედვით, ტუხელს ტამი აბრაჰამის, კეპა არისაბალაგას, ემერსონ პალმიერის, ანტონიო რუდიგერის, ფიკაიო ტომორის, ჟორჟინიოს, როს ბარკლის, რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და მიჩი ბაჩუაის გაშვება სურს.

ლონდონელთა მესვეურები ცვლილებების წინააღმდეგი არ არიან და ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვასაც გეგმავენ. Mirror-ს თუ დავუჯერებთ, „ჩელსი“ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების წასვლის შემთხვევაში გაჩენილი სიცარიელის შევსებას აუცილებლად შეეცდება, თუმცა „არისტოკრატების“ მთავარი პრიორიტეტი მაღალი დონის ცენტრფორვარდის დამატებაა.

„ლურჯების“ ნომერ პირველი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, თუმცა „სტემფორდ ბრიჯზე“ რომელუ ლუკაკუს ვარიანტსაც განიხილავენ. ნორვეგიელი ტალანტის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ გრანდს სურს და „ჩელსის“ უდიდესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ბელგიელს რაც შეეხება, ლუკაკუს მიმართ ინტერესი გაცილებით ნაკლებია და თან ლონდონელები მზად არიან, მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში