Aa
Aa

"რასაც ახლა აკეთებ, სირცხვილია" - კლოპის და მსაჯის შელაპარაკება

„რეალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპსა და მთავარ არბიტრ ფელიქს ბრიხს შორის უსიამოვნო დიალოგი შედგა. გერმანელებმა კამერების თვალწინ ერთმანეთის მოქმედებებს უსამართლო უწოდეს.

ბრიხი მოედანს ტოვებდა, როცა მას კლოპი წამოეწია და უთხრა: - „რაც გააკეთეთ, სირცხვილია“, - რაზეც მსაჯმა მას მომენტალურად უპასუხა: - „ასევე სირცხვილია ის, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ“.

ეპიზოდს უსიამოვნო გაგრძელება არ მოჰყოლია, კლოპმა და ბრიხმა მინდორი ერთობლივად, საუბრის თანხლებით დატოვეს.

მერსისაიდელთა დამრიგებელი უკმაყოფილო იყო „რეალის“ მეორე გოლის ეპიზოდის შეფასებით. ამის შესახებ მან პრესკონფერენციისასაც ისაუბრა: „მათი მეორე გოლისას, ბრიხმა სადიო მანეზე აშკარა ჯარიმა არ დანიშნა. ამ ეპიზოდში მსაჯი მართალი ნამდვილად არ იყო და ვუთხარი კიდეც, რომ უსამართლოდ მოიქცა. თუმცა, ჩვენს წაგებაში დამნაშავე იგი არაა, სათანადოდ კარგები არ ვიყავით“.

„ლივერპულმა“ „რეალთან“ გასვლითი მატჩი 1:3 წააგო და ვითარების შესატრიალებლად 1 კვირა აქვს. გუნდები 14 აპრილს, უკვე „ენფილდზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები