''ხვიჩა გრანდში თამაშისთვის მზადაა, ლა ლიგაში წასვლას ვურჩევ''
Aa
Aa

''ხვიჩა გრანდში თამაშისთვის მზადაა, ლა ლიგაში წასვლას ვურჩევ''

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა CrystalSport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯი თბილისის ''დინამოში'' გადადგა, როცა გუნდს კაჭარავა წვრთნიდა. აქედან გამომდინარე, კვარაცხელიას კარიერის საწყისი ეტაპის შესახებ გამოცდილი სპეციალისტის მოსაზრება საინტერესოა.

კაჭარავა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 20 წლის ტალანტი ბავშვობიდან ფეხბურთით ცხოვრობდა, თბილისის ''დინამოში'' ყოფნის პერიოდში კი სახლში არ მიდიოდა და კლუბის ბაზაზე რჩებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ''რუბინშიც'' კლუბის ბაზაზე ცხოვრობს, რაც განვითარებასა და პროგრესში ეხმარება.

 

 2017 წლის 18 ნოემბერს თბილისის ''დინამომ'' სტუმრად ქობულეთის ''შუქურა'' მინიმალური სხვაობით დაამარცხა. გამარჯვების გოლი ცვლილებაზე გამოსულმა 16 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ 79-ე წუთზე შეაგდო. ეს აღმოჩნდა მისი პირველი და უკანასკნელი გოლი ''დინამოს'' რიგებში. შემდეგ მან ''რუსთავსა'' და მოსკოვის ''ლოკომოტივში'' ითამაშა, 2019 წელს კი ყაზანის ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ძალიან წარმატებული სეზონიდან გამომდინარე მის მიმართ დიდი ინტერესია, 20 წლის შემტევზე სტატია Calciomercato.com-მა გამოაქვეყნა. სტატიის სათაური ასეთი გახლავთ:''იუვენტუსიდან ბაიერნამდე, კვარაცხელიათი ყველა გიჟდება: ვინ არის ქართველი ტალანტი“. გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული სტატიიდან:

''მისი სახელი ნუ შეგაშინებთ. გასულ კვირას, ''იუვენტუსის'' ცენტრფორვარდს, ალვარო მორატასა და მთლიანად ესპანეთის ნაკრებს შეეშინდა, როცა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების მაისურით ფურია როხას გაუტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ესპანეთს ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ბოლო წუთამდე გაუჭირდა. ქართველმა ტალანტმა თავი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიჯრით მეორე შეხვედრაშიც გამოიჩინა და საბერძნეთს გაუტანა. აქა-იქ გატანილი გოლების გარდა, ''რუბინის'' გარემარბი, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს, უამრავი დრიბლინგითა და გამონათებებით გამოირჩა და ევროპაში მასზე საუბარი დაიწყეს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები