რონალდინიო კარიერის განახლებას აპირებს
ლეგენდარული ბრაზილიელი ნახევარმცველი, რონალდინიო 2017 წელს დიდ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეხბურთელის ძმა და ამავდროულად აგენტი რობერტო დე ასისი ადასტურებს. როგორც იწერება, გაუჩო კარიერას ურუგვაის "ნასიონალში" განაახლებს.
"მშვიდობიანი დასვენების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ 2017 წელს რონალდინიომ ფეხბურთი ისევ ითამაშოს. გვსურს ისეთ კლუბში თამაში, რომელიც ლიბერტადორესის თასზეც გამოდის.
ვესაუბრე ნასიონალის წარმომადგენლებს და შესაძლოა რონალდინიოს ერთ-ერთი მომდევნო გუნდი ის იყოს". - განაცხადა ასისმა.
36 წლის რონალდინიო ბოლოს 2015 წელს "ფლუმინენსეში" გამოდიოდა და 7 მატჩი ჩაატარა.