Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია - ხვიჩა ჰოლანდზე, მესისა და რონალდუზე წინ
Aa
Aa

Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია - ხვიჩა ჰოლანდზე, მესისა და რონალდუზე წინ

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა და ამას ცნობილი გერმანული სააგენტოს, transfermarkt-ის მონაცემებიც მოწმობს.

Transfermarkt.com-ზე 20 წლის ქართველი შემტევი დღის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. შედეგები ბოლო 24 საათის მიხედვითაა დათვლილი და კვარაცხელია ერლინგ ჰოლანდს, კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და სხვებს უსწრებს.

Transfermarkt-ზე ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვადი მოთამაშეების სია ასე გამოიყურება:

1 - ხვიჩა კვარაცხელია

2 - ერლინგ ჰოლანდი

3 - იბრაჰიმ კონატე

4 - კრიშტიანუ რონალდუ

5 - ლიონელ მესი

6 - ოზან ტუფანი

7 - კილიან მბაპე

8 - რობერტ ლევანდოვსკი

9 - ანდრე სილვა

10 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის ორ მატჩში - შვედეთთან და ესპანეთთან ქულა ვერ აიღო, თუმცა თამაშის ხარისხი და გუნდურობა ოპტიმისტურად განგვაწყობს. ვილი სანიოლის გუნდი 31 მარტს, საბერძნეთის ნაკრებს სალონიკში შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები