იოლი გამარჯვება - ქართველმა ფრენბურთელებმა სომხები დაამარცხეს
Aa
Aa

იოლი გამარჯვება - ქართველმა ფრენბურთელებმა სომხები დაამარცხეს

დიღომში მდებარე ვ.კაჭარავას სახელობის „ფრენბურთის არენაზე“  ფრენბურთის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატში მიმიდნარეობს.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ახალგაზრდა ფრენბურთელებმა სომეხი თანატოლები 3:0 (25:13; 25:11; 25:9) დაამარცხეს.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები ხვალ 17:30 საათზე გამართავს და ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.  

გათამაშების პირველ წრეში საქართველო ტურნირს ფავორიტს უკრაინის ნაკრებს შეხვედა და ანგარშით 0:3 (10:25;17:25;13:25)წააგო.

შეგახსენებთ,რომ ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი არის,რომელსაც ივლისში სლოვაკეთი უმასპინძლებს.

გოგონათა 16 წლამდე ნაკრები კი ლატვიაში იმყოფება და დღეს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები