Aa Aa
7 მარტი 2021  |  12:19

კუმანი: "მესისა და ალბას ურთიერთკავშირის დარღვევა შეუძლებელია"

რონალდ კუმანმა „ოსასუნასთან“ გასვლითი გამარჯვების (2:0) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელმა შეხვედრა შეაფასა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემასაც შეეხო:

„დღეს საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, თუმცა მოგება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა განსაკუთრებით კარგია, როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ვიგებთ. ლა ლიგაში ზედიზედ 8 გასვლითი შეხვედრა მოვიგეთ და ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება.

მორიბა? მან მძიმე შეხვედრაში გაიტანა და ამის შემდეგ თამაში მოვკალით. როცა ილაიში მოედანზე გამოდის, გუნდისთვის ყოველთვის სასარგებლოა. ამაყი ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოყენება შევძელით. მათ ეს დაიმსახურეს.

მადრიდული დერბის შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ რიგში ჩემი გუნდის თამაშით ვინტერესდები.

პედრი, პუჩი, არაუხო, მინგესა, მორიბა - ისინი კლუბის მომავალს წარმოადგენენ.

მესისა და ალბას ურთიერთკავშირის დარღვევა შეუძლებელია. მათ ეს კავშირი მუდმივად აქვთ და მატჩის მსვლელობისას ნებისმიერ წამს შეუძლიათ ის გამოიყენონ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ლა ლიგაში ბოლოს 2020 წლის 6 დეკემბერს „კადისთან“ სტუმრად 1:2 წაააგო. მას შემდეგ, კუმანის გუნდი ჩემპიონატში აღარ დამარცხებულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში