Aa Aa
5 მარტი 2021  |  14:59

შაქარაშვილის საქმე - სასამართლო განაჩენს 9 მარტს გამოაცხადებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს 9 მარტს გამოაცხადებს. ინფორმციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 15:00 საათზე გამოაცხადებს. ის სათათბიროდ ოთხშაბათს გავიდა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა, ის ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში