მაკარიძე საუკეთესოთა შორის - მისი ''სეივი'' თებერვლის თვის საუკეთესო ხუთეულშია
Aa
Aa

მაკარიძე საუკეთესოთა შორის - მისი ''სეივი'' თებერვლის თვის საუკეთესო ხუთეულშია

ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგა 2-ის თებერვლის თვის 5 საუკეთესო ''სეივი'' შეარჩია. მათ შორის გიორგი მაკარიძე მოხვდა, ''ფუენლაბრადასთან'' ქართველი მეკარის მიერ ფეხით შესრულებული ''სეივი'' მეოთხე პოზიციაზე გავიდა.

30 წლის მეკარემ ''ფუენლაბრადასთან'' ძალიან შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. მან 9 ''სეივი'' შეასრულა და 10-კაციანი ''ალმერია'' გოლის გაშვებისგან არაერთხელ იხსნა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ მაკარიძემ CrystalSport-თან საუბარში განაცხადა:''შეიძლება ითქვას კარიერის საუკეთესო თამაში მქონდა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა გუნდს 5:4 მოეგო ვიდრე მატჩი ისე დასრულებულიყო, როგორც დასრულდა, რადგან ჩვენი მიზანი ლა ლიგაში ფლეი-ოფის გარეშე აღზევებაა''.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ''ალმერიას'' ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გახდა. მან ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა.

27 ტურის შემდეგ ''ალმერია'' 52 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ ''ესპანიოლს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ ''მალიორკასთან'' სხვაობა 5 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები