ცხადაძე თუ იურანი? - ქართველი შესაძლოა აზერბაიჯანში დაბრუნდეს
Aa
Aa

ცხადაძე თუ იურანი? - ქართველი შესაძლოა აზერბაიჯანში დაბრუნდეს

''მან. სიტის'' ექს-მცველი კახა ცხადაძე შესაძლოა აზერბაიჯანულ ფეხბურთში დაბრუნდეს. ადგილობრივი Azertag-ის ცნობით აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის აუტსაიდერი ბაქოს ''საბაჰი'' მოლაპარაკებას კახა ცხადაძესთან აწარმოებს, თუმცა პარალელურად განიხილება სერგეი იურანის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად რუსული ''სკა-ხაბაროვსკის'' მთავარი მწვრთნელია.

ცხადაძეს აზერბაიჯანში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2008 წელს ბაქოს ''სტანდარდს'' ხელმძღვანელობდა, 2009-15 წლებში კი ბაქოს ''ინტერის'' მთავარი მწვრთნელი იყო. აზერბაიჯანიდან წამოსვლის შემდეგ ცხადაძე საქართველოს ეროვნულ გუნდს, ''ქაირათსა'' და ''ორდაბასის' წვრთნიდა. ამჟამად, შოთა არველაძის მსგავსად თავისუფალი აგენტია.

სერგეი იურანს აზერბაიჯანში მუშაობის გამოცდილება აქვს, 2011 წელს ''სიმურგის'' მთავარი მწვრთნელი იყო.

2020 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ''საბაჰის'' მთავარი მწვრთნელი ესპანელი ვისენტე გომეს ფერნანდესია. კლუბისთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს და ესპანელის გუნდში დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

18 ტურის შემდეგ ''საბაჰის'' ანგარიშზე მხოლოდ 15 ქულაა. ესპანელის თავკაცობით გუნდმა 11 მატჩი დათმო და მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები