იუნაიტედში არეულობაა - მაგუაერი და რაშფორდი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Aa
Aa

იუნაიტედში არეულობაა - მაგუაერი და რაშფორდი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" ეწვია. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და "წითელმა ეშმაკებმა" მორიგი ქულები დაკარგეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულშერის გუნდმა გოლი ბოლოს 3 მატჩის წინ გაიტანა.

უშედეგო თამაშებმა კი როგორც ჩანს ფეხბურთელებზე იმოქმედა. "პალასთან" დაპირისპირების დროს "იუნაიტედის" კაპიტანი რაშფორდზე გაბრაზდა, რაზეც მარკუსმა უხეში პასუხი გასცა. ეს ინციდენტი სპორტულმა გამოცემამ "დეილი მეილმა" გაასაჯაროვა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რაშფორდი მორიგ თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა, მაგუაერი კი ამან გააცოფა და თანაგუნდელს უხეშად დაუყვირა. "წითელი ეშმაკების" "ათიანმა" იმ წამსვე პასუხი გასცა: "რა გინდა ჩემგან?"

მაგუაერი: "დაბრუნდი თამაშში და გამუდმებით თამაშგარე მდგომარეობაში ნუ ხარ"!

რაშფორდი: "ხმა ჩაიწყვიტე, იდიოტო!"

კონფლიქტი მინდორზე აღარ გაგრძელებულა. "დეილი მეილი" იმასაც გვამცნობს, რომ მაგუაერი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მარკუსის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. 

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში 51 ქულით მე-2 ადგილზეა. პირველ პოზიციას კი "მანჩესტერ სიტი" 65 ქულით იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები