''მან უნდა იპოვოს ის მონახაზი, რაც შედეგს მოიტანს'' - არველაძემ სანიოლზე ისაუბრა
Aa
Aa

''მან უნდა იპოვოს ის მონახაზი, რაც შედეგს მოიტანს'' - არველაძემ სანიოლზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ საქართველოს ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისა და უახლოესი მატჩების შესახებ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' ისაუბრა.

''შესაძლოა, ერთ კონკრეტულ თამაშში ერთმა ცალკეულმა ფეხბურთელმა კარგად ითამაშოს და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანოს, მაგრამ ერთი ან ორი ფეხბურთელის იმედად ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდები. ასეთი რამ მსოფლიოში 3, 4 ან 5 ფეხბურთელს შეუძლია. გუნდს სახე უნდა ჰქონდეს.

შვედეთთან და ესპანეთთან გასვლით მატჩებში ქომაგები არ იქნებიან, თუმცა ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ესპანეთთან მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

სანიოლს ზოგადი ინფორმაცია აქვს, თამაშებს ნახავდა, თუმცა ბოლომდე გარკვეული ვერ იქნება.

სანიოლი ლაღი პიროვნება ჩანს და მგონია, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობას ადვილად დაამაყარებს. ეს მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე და შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის ტაქტიკური მონახაზი იპოვოს, რაც შედეგს მოიტანს''.

მუნდიალის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან (25 მარტი) ჩაატარებს, შემდეგ ესპანეთს უმასპინძლებს (28 მარტი), რასაც საბერძნეთთან გასვლითი შეხვედრა მოჰყვება (31 მარტ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები