Aa Aa
3 მარტი 2021  |  17:28

გადაწყვეტილია - იუვენტუსი მაკკინის გამოისყიდის!

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომელიც სატრანსფერო სიახლეებით არის ცნობილი ახალ ინფორმაციას გვამცნობს. ტურინის "იუვენტუსმა" ვესტონ მაკკინის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

რომანოს თქმით, ტურინში ამერიკელი ფეხბურთელის თამაშით ძალიან კმაყოფილნი არიან. ტრანსფერის ღირებულება 18.5 მილიონი ევრო გახლავთ, თუმცა კონტრაქტში ჩადებულია გარკვეული პუნქტი, რომლის მიხედვითაც სატრანსფერო ფასი შესაძლოა 6.5 მილიონი ევროთი გაიზარდოს. ეს დამოკიდებულია თავად ფეხბურთელის შედეგებზე და მიღწევებზე. კონკრეტულად რაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკინი ტურინულ გრანდს 2020 წელს "შალკედან" იჯარის წესით შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 28 წლის ნახევარმცველმა. "ბებერი ქალბატონის" მაისური 31-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში