Aa Aa
2 მარტი 2021  |  21:08

კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„რუბინის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ყაზანელთა ერთ-ერთი ლიდერი რუსული გამოცემის, Sport-express-ის გამომწერებმა გამოარჩიეს.

„ხვიჩა კვარაცხელია Sport-express-ის გამომწერების მიერ მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. სპარტაკის წინააღმდეგ ქართველი ნახევარმცველის ბრწყინვალე თამაშმა შთაბეჭდილება ბევრზე მოახდინა“, - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „სპარტაკთან“ მატჩში მონაწილეობა ორ გოლში მიიღო. ქართველმა ტალანტმა პირველი გოლისას შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლისას კი მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ დესპოტოვიჩმა დამატებაზე შეაგდო.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში