ირაკლი ყიასაშვილი:
Aa
Aa

ირაკლი ყიასაშვილი: "კარგი მორაგბე კარგ მენეჯერს არ ნიშნავს"

ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი ყიასაშვილი იმედოვნებს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მალე დასრულდება და როგორც ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ.

უკვე ყველა დაიღალა ამ გაურკვევლობით და მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესი უმოკლეს დროში დასრულდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც კლუბებისთვის, რომლებსაც დაფინანსება ჯერ არ მიუღიათ, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც დღე-დღეზე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. მმართველობის სათავეში უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელსაც ეს საქმე კარგად ეხერხება. კარგი მორაგბე კარგ მენეჯერს არ ნიშნავს და ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც კარგად გამოგვდის. ასეთად სოსო ტყემალაძე მიმაჩნია, რომელიც იმ დღიდან მახსოვს, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე. ის მუდამ მხარში ედგა არა მხოლოდ ჩვენს კლუბს, არამედ ქართულ რაგბს, თუმცა წინა პლანზე არასდროს ჩანდა.ძალიან არ მომწონს ეს განხეთქილება და მსურს, რომ ყველა მხარე გაერთიანდეს და საერთო საქმე ერთად ვაკეთოთ. ეს მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის და ეხება როგორც ვეტერან და მოქმედ მორაგბეებს, ასევე მომავალ თაობას, რომლებმაც ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ უნდა წაიყვანონ“. - განაცხადა ყიასაშვილმა

ირაკლი ყიასაშვილი 2008 წლიდან 2014 წლამდე ბორჯღალოსნების რიგებში ასპარეზობდა. მან ეროვნული ნაკრების კვართი 15-ჯერ მოირგო და ნაკრებს 29 ქულა შესძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები