''ხვიჩამ თამაში შექმნა, ჯოკერი იყო'' - რუსული მედიის დადებითი და კრიტიკული შეფასებები
Aa
Aa

''ხვიჩამ თამაში შექმნა, ჯოკერი იყო'' - რუსული მედიის დადებითი და კრიტიკული შეფასებები

ყაზანის ''რუბინის'' ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ''სპარტაკთან'' ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ქართველი ტალანტი შეაქო და აღნიშნა, რომ ის სხვა ლიგიდანაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ქართველს გაცილებით მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

Business Online 20 წლის ფეხბურთელის შესახებ წერს: ''მიუხედავად იმისა, რომ ბალახის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, კვარაცხელია მეტოქის მცველებს მარტივად ატყუებდა. ის გუნდის ჯოკერი იყო და ორივე გოლი თავად შექმნა.

დენის მაკაროვიც ტექნიკურია, სხვა მოთამაშეებით გამოირჩევიან ტექნიკით, მაგრამ ცუდ მინდორზე შესაძლებლობები ვერ აჩვენეს, ხვიჩა კი შესანიშნავად თამაშობდა და ყველასგან გამოირჩეოდა''.

Business Online კვარაცხელიას თამაშს კრიტიკულადაც აფასებს და სტატიის ავტორი თვლის, რომ კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგისთვის მზად ჯერ არაა, თუმცა შესაძლოა ლა ლიგისთვის და სერია ა-სთვის მზად იყოს: ''შესაძლოა, ხვიჩა ფიზიკურად ძლიერი ჩანს, მაგრამ პრემიერ ლიგისთვის მზად არაა, მას გაუჭირდება პრემიერ ლიგის მცველებთან თამაში, ფიზიკურად ინგლისის ჩემპიონატისთვის მზად არაა და რამდენიმე დარტყმა მისთვის ტრავმის მიღების და სათადარიგოთა სკამზე დასმის შანსს ძალიან გაზრდის''.

კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთი რუსული გამოცემა Sportbox წერს. გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, ''რუბინის'' ფეხბურთელებმა ფიზიკურად დაჯაბნეს მასპინძლებიდა. გარდა ამისა, ''სპარტაკს'' ისე მოთამაშე არ ჰყავდა, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ვითარებას შეცვლიდა: ''რუბინის'' თამაში კვარაცხელიამ შექმნა''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

''სპარტაკთან'' თამაშის დასრულებისას ხვიჩა კვარაცხელიამ კამერასთან ტელეფონზე საუბრის ინსცენირება გააკეთა და კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა თქვა: ''ხვიჩა, შენ აუცილებლად დაგირეკავენ''.  ცხადია, გენიჩი ხვიჩას მოსალოდნელ ტრანსფერს გულისხმობდა, სეზონის დასრულების შემდეგ უდიდესი ალბათობით კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები