Aa Aa
1 მარტი 2021  |  09:36

განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი დაქვეითდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა და მარტის ბაშოს წინ სუმოტორების რეიტინგი შემოგვთავაზა.

ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ იანვრის სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან 4 მოიგო, „ჰარუ ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა იქნება.

განახლებული ბანძუკეს სათავეში კვლავინდებურად იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ იმყოფებიან. ოძეკის წოდება ტაკაკეიშოს, შოდაისა და ასანოიამას აქვთ. სეკივაკეს რანგით ტერუნოფუჯი და ტაკანოშო იასპარეზებენ, ტაკაიასუ, მიტაკეუმი და დაიეიშო კი კომუსუბები არიან.

შეგახსენებთ, რომ „ჰარუ ბაშო“ 14 მარტს დაიწყება და მას რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს, ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა კი ტურნირამდე 2 დღით ადრე გაირკვევა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში