ფონსეკა:
Aa
Aa

ფონსეკა: "მილანი კრიზისში არ არის!"

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. "რომა" "მილანს" უმასპინძლებს. მატჩის წინ, "ჯალოროსის" თავკაცმა პაუოლო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"მინდა გითხრა, რომ სპინაცოლა მარცხენა ფლანგზე ითამაშებს. ელ შაარავი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არასდროს გამოგვიყენებია, მაგრამ თუ საჭირო გახდა ასე მოვიქცევით. მას ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია. გასულ კვირას მკითხეთ, შეეძლო თუ არა მას ფლანგის მცველად თამაში.

სმოლინგი ნელ-ნელა უკეთ ხდება. მის დაბრუნებას მომავალ კვირას ველოდები. კუმბულამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და "მილანთან" განაცხადში იქნება.

"მილანი" საოცარ გზას გადის. შესაძლოა ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებიან, თუმცა ვინც "ინტერთან" მათ თამაშს უყურა ყველა იტყვის, რომ არაერთი შანსი შექმნეს. "როსონერის" ყველა მატჩი ნანახი მაქვს.

არ მჯერა, რომ ახლა პიოლის გუნდი კრიზისშია. ისინი ძლიერი და აგრესიულები არიან, რომლებიც არაერთ საგოლე მომენტს ქმნიან. ისინი იმ შედეგს ვერ იღებენ, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც გამარჯვება წყურია." - განაცხადა ფონსეკამ

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ბოლო ორი დაპირისპირება სერია ა-ს ეგიდით დათმო. ჯერ სტუმრად "სპეციასთან", ხოლო შემდეგ "ინტერთან" 0:3. "რომასა" და "მილანის" დაპირისპირება 28 თებერვალს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები