კარგი ამბავი - ვან დაიკი ვარჯიშს დაუბრუნდა
Aa
Aa

კარგი ამბავი - ვან დაიკი ვარჯიშს დაუბრუნდა

ნიდერლანდების ნაკრებისა და "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა. ეს ინფორმაცია გულშემატკივრებმა ვან დაიკის "ტვიტერის" გვერდის საშუალებით გაიგეს. 29 წლის ფეხბურთელმა გამოაქვეყნა სურათები, რომელშიც ჩანს, რომ ის ბურთთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილმა დაზიანება გასული წლის ოქტომბერში "ევერტონთან" შეხვედრაში მატჩის საწყის წუთებზე მიიღო. "მერსისაიდელთა" კიპერმა ჯორდან პიკფორდმა ვირჯილის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშად ითამაშა და სწორედ ეს გახდა ვან დაიკის ტრავმის მიზეზი, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა და დღემდე ვერ ეხმარება გუნდს.

ჯერჯერობით მედიკოსები "ლივერპულის" უკანახაზელის დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა მისი რეაბილიტაციის პროცესი იმაზე სწრაფად და კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ელოდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები