ფიფას უარი კანკავას - ჯაბამ უკრაინულ კლუბს უჩივლა
Aa
Aa

ფიფას უარი კანკავას - ჯაბამ უკრაინულ კლუბს უჩივლა

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ყოფილ გუნდს „დნიპროს“ ფიფაში უჩივლა. ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი ავრცელებს.

ჯაბა უკრაინულ კლუბს ედავებოდა დავალიანებას,რომელიც  მისთვის არ აუნაზღაურებიათ.

სამწუხაროდ ფიფამ კანკავას სარჩელი არ მიიღო და შესაბამისად მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ჯაბა კანკავა „დნიპროში“ 2007-2015 წლებში ასპარეზობდა. უკრაინულ კლუბთან ერთად მან ევროპის ლიგის ფინალიც ითამაშა.

მიუხედავად  წარმატებული პერიოდისა 2017 წელს გუნდი ვალების გამო მეორე დივიზონში დააქვეითეს.

საქართველოს ნაკრების წევრი ამჟამად საფრანგეთში ''ვალანსიენში'' 6-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები