ბოისა:
Aa
Aa

ბოისა:"ლიეტუვა გერმანიას აირჩევს,მათ ეშინიათ ჩვენთან თამაში"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გადაცემა „ტაიმაუტთან“ ეთერში აღნიშნა, რომ ჩვენმა ნაკრებმა უკვე ისეთ დონეს მიაღწია, რომ ყველა გუნდს ეშინია ევრობასკეტზე ჩვენთან ჩამოსვლა და ჩვენს წინააღმდეგ თამაში.

ეს გუნდი უნდა ავირჩიოთ 12 მარტამდე და ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. არჩევა გვიწევს ორ რამეს შორის – ავირჩიოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც დიდ თანხას დახარჯავს ჩვენს ქვეყანაში ან ავირჩიოთ შედარებით სუსტი ქვეყანა, რომელსაც მოვუგებთ.ძირითადად ვფიქრობთ ლიეტუვის ნაკრებზე, რადგან მათთან მოგებული გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა თამაშებზე. ძალიან რთულია, რადგან ისინიც უნდა დათანხმდნენ. ვფიქრობ ლიეტუვას ურჩევნია წავიდეს გერმანიაში, რადგან იქ უფრო მარტივად მოიგებს ვიდრე ჩვენთან. ეს სასიხარულოა, რადგან ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ ეშინიათ ჩვენთან ჩამოსვლა და თამაში“- განაცხადა ბოისამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, როგორც ჯგუფის მასპინძელს, ევრობასკეტ 2022-ზე შესაძლებლობა ექნება ერთი გუნდი თვითონ აირჩიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები