''დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი'' - სანიოლმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
Aa
Aa

''დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი'' - სანიოლმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ეროვნული გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწყვეტი გამოაქვეყნა.

ვილი სანიოლი: ''ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ ნაკრების მაისურს.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გაგვაჩნია, ვფიქრობ შევძლებთ წარმატების მიღწევას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აქ ჩამოვედი, თუმცა ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ 99 პროცენტით დაიხარჯები, ეს არ არის საკმარისი. 100 პროცენტს, როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს''.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ინტერვიუს ვრცელ ვერსიას დღეს, 19:00 საათზე შემოგვთავაზებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისს ეწვია, 43 წლის სპეციალისტი ვიზიტის პირველივე დღეს საქართველოს სუპერთასს დაესწრო. მასთან ერთად დინამოსა და გაგრას დაპირისპირებას თვალი ფრანგის ტუნისელმა ასისტენტმა ადელ შედლიმ ადევნა. 

სანიოლმა ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილის დაკავება დაუსახეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები