დეინა უაითი: „სულელი ვარ, 1 მილიონი დოლარი დავდე და წავაგე“
Aa
Aa

დეინა უაითი: „სულელი ვარ, 1 მილიონი დოლარი დავდე და წავაგე“

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა საკუთარი წარსული გაიხსენა და გულშემატკივრებს 1-მილიონი ფსონის ისტორია გაანდო. უაითი ESPN-ს ესაუბრა და განაცხადა:

„სულელი ვარ. აზარტული თამაშები ძალიან მიყვარს. რა ერქვა იმ ბიჭს? ჯერმეინ ტეილორზე მაქვს საუბარი. არ მახსოვს, ვის ეჩხუბა, მაგრამ მის გამარჯვებაზე 1 მილიონი აშშ დოლარი დავდე და ტეილორი გაანადგურეს.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამხელა ფსონი განვათავსე და ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ჩემი პროგნოზი არ გამართლდა და ტეილორი უშანსოდ დამარცხდა“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს დეინა უაითმა UFC 4 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, უაითი UFC-ის სამომავლო შემოსავლის 9 პროცენტს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები