Aa
Aa

იუსტიციის სახლიდან კანცელარიასთან - აბუსერიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა დღეს კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელმაც აბუსერიძის განაცხადი რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაახარვეზა.

აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს აირჩიეს, თუმცა რეესტრმა მისი რეგისტრაცია შეაჩერა.

კავშირის გამგეობის წევრებმა კი რამდენიმე ახალი არჩევნების თარიღი დაასახელეს, თუმცა აბუსერიძის თანაგუნდელები 24 თებერვლის ყრილობას ბოიკოტს უცხადებენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები