Aa
Aa

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - ბაიერნი ჩემპიონია!

დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი მიუნხენის "ბაიერნსა" და "ტიგრესს" შორის. "რეკორდმაისტერმა" დიდი უპირატესობის მიუხედავად მოწინააღმდეგე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მე-6 ტიტულს დაეუფლა.

პირველ ნახევარში ჰანსი ფლიკის გუნდი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. მიუნხენელბმა "ტიგრესს" კარისკენ 8-ჯერ დაურტყეს და აქედან 4 ზუსტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იოზუა კიმიხმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

"ტიგრესმა" კი პირველ ტაიმში კარისკენ მხოლოდ 3-ჯერ დაარტყა და აქედან ზუსტი 1 აღმოჩნდა. რაც შეეხება კუთხურებს 3/2-ზე გერმანელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში "ბაიერნმა" უპირატესობა გაზარდა, ბევრს უტევდა და ბენჟამინ პავარმა უპირატესობა გოლად აქცია. თავდაპირველად გვერდითა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა და გოლი ჩათვალა.

გაშვებული გოლის მერე "ტიგრესის" სტატისტიკის ყველა გრაფაში, გარდა თამაშგარისა ნული დაფიქსირდა. მექსიკურმა კლუბმა "რეკორდმაისტერს" ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.  "ბაიერნმა" კი დამსახურებული ტიტული მოიპოვა.

„ბაიერნი“ 2009 წლის „ბარსელონას“ შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. პეპ გუარდიოლას „ბარსამ“ იმ წელს ასევე 6 ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა. ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ეს ორი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში 6 ტიტული დაისაკუთრა.

გუშინვე გაიმართა ტურნირის მე-3 ადგილისთვის შეხვედრა, რომელშიც ეგვიპტურმა „ალ აჰლიმ“ ბრაზილიურ „პალმეირასს“ აჯობა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი უკეთესად აფრიკელებმა დაარტყეს და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები