Aa
Aa

"იუვენტუსმა" ლეონარდო ბონუჩის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ კლუბის ერთ-ერთ ლიდერ, ლეონარდო ბონუჩის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "ბიანკონერის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ხოლო მოგვიანებით, იტალიელმა მცველმა ეს ინფორმაცია მის ოფიციალურ "Facebook"-ის გვერდზეც დაადასტურა.

"იუვენტუსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გავახანგრძლივე. მოხარული ვარ, რომ კარიერას ვაგრძელებ იმ კლუბში, რომელშიც თავს ბედნიერად ვგრძნობ და უმაღლესი დონის თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ. მსურს რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო" - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ.

კლუბსა და მოთამაშეს, ანაზღაურების შესახებ არაფერი უთქვამთ, თუმცა "Calciomercato"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ხელფასის სახით ყოველ წელიწადს 4,5 მილიონ ევროს აიღებს, რომელსაც ბონუსებიც დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები