Aa
Aa

ორივე გუნდში საუკეთესო იყო - მამუკელაშვილმა პროვიდენსს 20 ქულა ჩაუგდო

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ წარუმატებელი სერია დაასრულა და ზედიზედ წაგებული 3 მატჩის შემდეგ, გამარჯვება იზეიმა. „მეკობრეები“ Big East-ის წარმომადგენელს, „პროვიდენსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „სეტონ ჰოლი“ დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. „მეკობრეებმა“ მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარეს, მოწინააღმდეგეზე 20-ით მეტი ქულა ჩააგდეს და 60-43 იმარჯვეს.

მამუკელაშვილი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. სანდრომ პარკეტზე 36 წუთი გაატარა, 16-დან 8 ბურთი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო და 4 დაკარგვა ჰქონდა.

ცნობისთვის, „სეტონ ჰოლმა“ მიმდინარე სეზონში მე-10, ხოლო Big East-ის კონფერენციის ეგიდით მე-7 გამარჯვება მოიპოვა. „მეკობრეები“ მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს გამართავენ და თბილისის დროით 21:00-ზე „კონექტიკუტს“ გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები