კრიშტიანუ: "ჩვენ ეს ტიტული მადრიდისტებს უნდა მივუძღვნათ"!
კრიშტიანუ რონალდუმ, "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდს, მცირე ინტერვიუ მისცა.
"ჩვენ იაპონიაში არდადეგების გასატარებლად არ ჩამოვსულვართ. მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ესაა ჯილდო, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს, მისი მოგება კი, საუკეთესო საშუალებაა წლის იდეალურად დასასრულებლად".
"რეალს" მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს და ჩვენი სურვილია, ეს გამარჯვება მათთან გავიზიაროთ და მათ მივუღძვნათ". - აცხადებს რონალდუ.
მადრიდული გრანდის მეტოქე 1/2 ფინალში მექსიკური "ამერიკაა", ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში, მას იაპონურ "კაშიმასთან" მოუწევს დაპირისპირება.
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით