Bleacher Report-ის პროგნოზი - მამუკელაშვილს 46-ე ნომრად აირჩევენ
Aa
Aa

Bleacher Report-ის პროგნოზი - მამუკელაშვილს 46-ე ნომრად აირჩევენ

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Bleacher Report-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტს სტატია მიუძღვნა. სტატიაში ყურადღება დრაფტის მეორე რაუნდზეა გამახვილებული და ავტორი გვთავაზობს პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება აღნიშნული რაუნდი.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ Bleacher Report-ის ვარაუდით, „სეტონ ჰოლის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს სწორედ მეორე რაუნდში აირჩევენ და მას 46-ე ნომრად „ნიუ იორკ ნიქსი“ აიყვანს, რომელსაც ეს პიკი „შარლოტ ჰორნეთსისგან“ აქვს.

46-ე ნომერი - ნიუ იორკ ნიქსი - სანდრო მამუკელაშვილი

„გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე NBA-ში ცენტრის პოზიციაზე მოასპარეზე კალათბურთელებთან მიმართებით ყველაზე მეტად უნივერსალურობისკენ იხრებიან, მამუკელაშვილმა შესაძლოა, პასების გაკეთების უნიკალური უნარითა და კარგი სამიანით NBA-ის გუნდებს მისი აყვანა გადააწყვეტინოს“, - წერს Bleacher Report.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და საშუალოდ 17.6 ქულას, 7.1 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.7 დაფარებას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები