ყველაფერი სიცრუეა - რეალმა ჰაკიმთან დაკავშირებული ჭორები უარყო
Aa
Aa

ყველაფერი სიცრუეა - რეალმა ჰაკიმთან დაკავშირებული ჭორები უარყო

დღეს სპორტულ მედიაში  Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს "ინტერს" მადრიდის "რეალისთვის" აქრაფ ჰაკიმის სატრანსფერო ღირებულება არ გადაუხდია და ამის გამო "სამეფო კლუბი" ფეხბურთელის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამის შესახებ "ბლანკოსის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა განცხადება გააკეთა: "ინფორმაცია, რომელიც Corriere dello Sport-მა გაავრცელა არის სიცრუე. მადრიდის "რეალს" და "ინტერს" შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ტრანსფერის დეტალები შეთანხმებულია ისე, როგორც ეს საჭიროა. "ინტერი" ჩვენთან ყოველთვის ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას და ეს ისტორიულად ყოველთვის ეს ასე იყო."

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მარჯვენა მცველი 2006 წლიდან მადრიდის "რეალში" იზრდებოდა. 2017 წელს ჰაკიმი მთავარ გუნდში დააწინაურეს. ამის შემდეგ ის 2 წლით "დორტმუნდის ბორუსიაში" გაანათხოვრეს. გერმანიაში აქრაფმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩნა და ევროპაში მასზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა.

გულშემატკივრების უმეტესობა ფიქრობდა, რომ მაროკოელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" დაბრუნდებოდა და დანი კარვახალის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ ასე არ ჩათვალა და მარჯვენა მცველი "ინტერში" გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები