Aa Aa
21 იანვარი 2021  |  10:17

„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ" - ზიდანი თვლის რომ რეალის მარცხი სამარცხვინო არ ყოფილა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კოპა დელ რეიზე განცდილი ფიასკოს შესახებ ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ თავკაცმა „ალკოიანოსთან“ გამართული მატჩი შეაფასა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ და ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს. გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ როცა მომენტებს ვერ იყენებ, შესაძლოა, მოხდეს ის, რაც ჩვენ დაგვემართა. რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. ესპანეთის თასს დავემშვიდობეთ, მაგრამ ფეხბურთელებს მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაუხევიათ.

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მოთამაშეები მოსაგებად 100 პროცენტით დაიხარჯნენ და მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვა სცენარით განვითარდებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ გამორიცხული არაფერია. მათმა მეკარემ 2-3 ბრწყინვალე სეივი შეასრულა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

მეორე დივიზიონში მოასპარეზე გუნდებს უნდა ვამარცხებდეთ, მაგრამ მომხდარი სირცხვილი ნამდვილად არაა. მსგავსი რამ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და ამჯერად მის ეპიცენტრში ჩვენ აღმოვჩნდით. მუშაობას განვაგრძობთ და ამის გამო ნამდვილად არ გავგიჟდებით.

ბოლო შეხვედრებს თუ არ ჩავთვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალი ამ სეზონში სასურველ შედეგებს აღწევს. ახლა ყურადღების მოკრება და მომდევნო მატჩებზე კონცენტრირებაა საჭირო“.

ცნობისთვის, „რეალი“ „ალკოიანოსთან“ დამატებით დროში დამარცხდა და ესპანურ პრესაში უკვე იწერება, რომ ზიდანს პოსტის დატოვება მოუწევს. Marca-ს მიხედვით, სასწაული იქნება, თუ „ზიზუ“ ამ წაგების შემდეგ გათავისუფლებას გადაურჩა და „სამეფო კლუბში“ მუშაობა განაგრძო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში