არსენალი გააქტიურდა - არტეტას ოდეგორი სურს
Aa
Aa

არსენალი გააქტიურდა - არტეტას ოდეგორი სურს

დღეს, სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს მარტინ ოდეგორს გუნდის დატოვება სურს. ამასთან დაკავშირებით გავლენიანი სპორტული გამოცემის Sky Sports-ის ჟურნალისტი პოლ გილმური ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

გილმურის თქმით, ლონდონის "არსენალს" ახალგაზრდა ნორვეგიელის შეძენა სურს. "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას მარტინ ოდეგორი ძალიან მოწონს და მისი გუნდში ხილვა სურს. ჟურნალისტის "ტვიტერის" პოსტიდან ვიგებთ, რომ ამჟამად 22 წლის ნახევარმცველის მიმართ სხვა კლუბები ინტერესს ჯერჯერობით არ იჩენენ.

აღსანიშნავია, რომ სეზონის საწყის ეტაპზე ოდეგორს "რეალის" შემადგენლობაში ხშირად ვხედავდით, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. ახლა სიტუაცია შეცვლილია, მარტინს ტრავმა აღარ აქვს, თუმცა ზიდანი მაინც არ ათამაშებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნორვეგიელ ტალანტს "ბლანკოსის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ხელმძღვანელობას წასვლის უფლებას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოდეგორი მადრიდის "რეალს" 2015 წელს შეუერთდა, თუმცა "კასტილიაში" გადაიყვანეს სათამაშოდ. ამის შემდეგ, ნორვეგიელი ჯერ "ჰერენვენში" გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ "ვიტესში" და "რეალ სოსიეადადში". უკანასკნელ კლუბში მარტინმა თავი იდეალურად წარმოაჩნა და მისი მადრიდში დაბრუნების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები