ისტორია დაწერილია - ესპანურმა გუნდმა ფეხბურთელი Bitcoin-ით იყიდა
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - ესპანურმა გუნდმა ფეხბურთელი Bitcoin-ით იყიდა

მადრიდის „რეალის“ ბ გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, დავიდ ბარალი პროფესიონალურ დონეზე მოასპარეზე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომლის შესაძენადაც Bitcoin გამოიყენეს.

37 წლის ფორვარდი კარიერას ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „დუხ ინტერნასიონალ დე მადრიდში“ გააგრძელებს, რომელიც „ინტერ მადრიდის“ სახელითაა ცნობილი. ეს კლუბი ახალ სპონსორებთან გაერთიანდა და ტრანსფერი კრიპტოვალუტის დახმარებით გაჩარხა.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ღირებულება არ გასაჯაროვებულა და ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოს ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ უღიარებია, ადგილობრივ პრესაში კი წერენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, Bitcoin-ით განხორციელებული ტრანსფერის დადასტურება მოხდეს.

მიუხედავად ამისა, „ინტერ მაიამიმ“ ვეტერანი ფორვარდი უკვე წარადგინა და მისი გაფორმების შესახებ გულშემატკივრებს ოფიციალური განცხადებით აუწყა: „ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც კრიპტოვალუტის დახმარებით შეიძინეს. მადლობა ჩვენს ახალ სპონსორს, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა“. ტრანსფერი ბარალმაც დაადასტურა და განაცადა, რომ მოხარულია, სპორტული კარიერის გაგრძელების საშუალება რომ მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები