9-ნომრიანი მაისური აიღო - მანჯუკიჩი მილანში გაოფიციალურდა
Aa
Aa

9-ნომრიანი მაისური აიღო - მანჯუკიჩი მილანში გაოფიციალურდა

"მილანის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ხორვატი ვეტერანი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "როსონერის" ფეხბურთელია. მარიომ 9-ნომრიანი მაისურო აიღო და გუნდს 6 თვით შეუერთდა.

იმ შემთხვევაში, თუ "მილანი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდება. მანჯუკიჩი გამოცდილი კადრია და გუნდს ძალიან დაეხმარება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "როსონერი" ბოლო წლების განმავლობაში გამოკვეტილი საჯარიმოს თავდამსხმელით თამაშობს. ახლა ეს როლი ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს მორგებული.

შვედი კი ასაკის მატებასთან ერთად ხშირად ტრავმიანობას და მანჯუკიჩი მისი იდეალური შემცვლელი იქნება. ცნობისთვის, მარიოს უკანასკნელი კლუბი "ალ დუჰაილი" იყო. ბოლო ევრპულიგუნდი კი "იუვენტუსი" იყო, სადაც ოთხნახევარი წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 34 წლის ხორვატმა 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები