2005 წლის შემდეგ პირველად - ლივერპულის ცუდი შედეგი
Aa
Aa

2005 წლის შემდეგ პირველად - ლივერპულის ცუდი შედეგი

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "ლივერპულმა" ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. "მერსისაიდელებისთვის" ეს შედეგი ისტორიულად ცუდი აღმოჩნდა.

"ლივერპულმა" ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა, რაც 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ასეთი ფაქტი, ბოლოს 16 წლის წინ, მარტში დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კლოპის გუნდი არის პრემიერ ლიგის მესამე ჩემპიონი გუნდი, რომელსაც მსგავსი რამ დაემართა.

პირველად ასეთი შედეგი ლონდონის "არსენალმა" 1988/99 წლების სეზონში დააფიქსირა, ხოლო მეორედ კი "ლესტერმა" 2016/17 წლების სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ "ლივერპული" სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო მატჩს კლოპის გუნდი 21 იანვარს, შინ "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები