Aa Aa
17 იანვარი 2021  |  23:51

ცვლილებაზე გამოვიდა და დუბლი გაიფორმა - იოვიჩმა აინტრახტში გაიბრწყინა

რამდენიმე დღის წინ სერბი ლუკა იოვიჩი იჯარის წესით ყოფილ კლუბში ფრანკფურტის "აინტრახტში" დაბრუნდა. ახალგაზრდა თავდამსხმელს მადრიდული კარიერა არ აეწყო და გუნდის შეცვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ბუნდესლიგის მორიგ ტურში "აინტრახტმა" შალკეს უმასპინძლა და დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში 1:1 ოყო. მატჩის 62-ე წუთზე ლუკა მინდორზე გამოჩნდა. გამოსვლიდან 3 წუთში გოლი გაიტანა და გუნდი წინ გაიყვანა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სერბმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო წერტილი დასვა.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ლუკა იოვიჩმა მადრიდში წელიწადნახევარი გაატარა, 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ყოფილ კლუბში დაბრუნების შემდეგ კი ამავე რაოდენობის გოლების გატანა 30 წუთში მოახერხა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელი "სამეფო კლუბს" 2019 წლის ზაფხულში 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში