Aa
Aa

"უნდა მოვკლათ და მარტივად გავიმარჯვოთ" - კონტემ იუვენტუსთან მატჩზე ისაუბრა

იტალიის სერა ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. "ინტერი" მოქმედ ჩემპიონს "იუვენტუსს" მასპინძლობს. მატჩის წინ, ტრადიციულად ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ამ მატჩში ხვდებიან გუნდები, რომლებსაც ამბიცია აქვთ, რომ სკუდეტოს დაეუფლონ. გამარჯვებული რაღაც განსაკუთრებულს მიიღებს.

მნიშვნელოვანი ყველა მატჩში კარგად გამოსვლაა. ყოველი ქულა მნიშვნელოვანია, რადგან "იუვენტუსმა" ბოლო წლებში ბევრჯერ მოიგო სერია ა და ჩვენ მათი ჰეგემონია უნდა დავასრულოთ.

ფავორიტის დასახელება არ მსურს, რადგან მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. თანაც ისეთ მეტოქეს, რომელმაც ბოლო წლებში ბევრჯერ გაიმარჯვა.

ტურინელები ყოველთვის კარგად მართავდნენ კლუბს. გამოცდილი ფეხბურთელებით სიახლეს სძენდნენ გუნდს და წელსაც ასე მოხდა. კიეზა, მაკკინი, კულუსევსკი, მორატა - ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც "იუვენტუსი" მნიშვნელოვნად გააძლიერეს. "ინტერიც" ვითარდება და ვფიქრობ ბოლო წლებში ახლანდელი გუნდი საუკეთესოა.

მე შემიძლია ყურადღება მენტალობაზე და აგრესიულობაზე გავამახვილო. ჩვენ ეს კომპონენტი უნდა დავხვეწოთ და თამაშებში გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. იყო შემთხვევები, როდესაც ვიგებდით და ბოლო წუთებზე გავუშვით გოლი. მოწინააღმდეგე უნდა მოვკლათ და მარტივად გავიმარჯვოთ." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ინტერი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე 37 ქულით იმყოფება. რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს" 33 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, თუმცა პირლოს გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ინტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება 17 იანვარს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები