„დღითიდღე უკეთესობა შეინიშნება
Aa
Aa

„დღითიდღე უკეთესობა შეინიშნება"- გენტის თავკაცმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰაეზებრუკმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა. ბელგიელი სპეციალისტი გიორგი ჩაკვეტაძის სტატუსსაც შეეხო და იმედისმომცემი განცხადება გააკეთა.

„ჩაკვეტაძის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ერთ-ერთ ბოლო სამედიცინო ჩარევას დადებითი შედეგი ჰქონდა და ის უკვე ღიმილით ვარჯიშობს, რადგან დისკომფორტთან დაკავშირებით, რომელიც მას აქამდე აწუხებდა, დღითიდღე უკეთესობა შეინიშნება.

მოთმინება გვმართებს, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი პოზიტიური შედეგისკენ მიდის. გრძელი პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, პერსპექტივა გაჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ ვანჰაეზებრუკმა „ჩაკვეს“ შესახებ რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა. მაშინ „გენტის“ თავკაცმა განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს უცნაური ტრავმა აწუხებს და ექიმებმა მის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ „გენტის“ მაისურით ბოლოს „ბეერსხოტთან“ ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. მან მუხლი დაიზიანა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები