Aa Aa
12 იანვარი 2021  |  23:38

„შანსი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ" - კუმანი სოსიედადთან მატჩის წინ

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერ თასზე, „სოსიედადის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და განაცხადა:

„სოსიედადს ლა ლიგაში შესანიშნავი სტარტი ჰქონდა. ბასკების მიერ გამართული რამდენიმე შეხვედრა ვნახე და ჩემი აზრით, ისინი ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. სუპერ თასზე ფავორიტის გამორჩევა მიჭირს და ვთვლი, რომ გათამაშების მონაწილე ოთხივე გუნდს აქვს განწყობა, რათა ტიტულის მოსაგებად ყველაფერი გააკეთოს.

უშანსოდ არავინაა და ბარსელონაც ერთ-ერთი მათგანია. გვინდა, გავაგრძელოთ იმის ჩვენება, რისი დემონსტრირებაც ბოლო პერიოდში მოვახდინეთ. გუნდი ვითარდება და ეს ჩვენთვის შანსია დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „სოსიედადის დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება. „ბლაუგრანასა“ და „სოსიედადის“ გარდა სუპერ თასზე „რეალი“ და „ბილბაო იასპარეზებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში