ქავთარაძე რუსეთის პრემიერლიგაში? - 21 წლის შემტევით რუსული კლუბები დაინტერესდნენ
Aa
Aa

ქავთარაძე რუსეთის პრემიერლიგაში? - 21 წლის შემტევით რუსული კლუბები დაინტერესდნენ

CrystalSport-ის ცნობით ''საბურთალოს'' ექს-შემტევი ბექა ქავთარაძე შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგაში ვიხილოთ. 21 წლის მოთამაშის გადაბირებით ერთ-ერთი რუსული კლუბია დაინტერესებული. საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება, თუმცა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელს ''საბურთალოსთან'' კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, შეთანხმების განხორციელებას ხელს უწყობს.

მისი დამატება კიდევ ერთ რუსულ კლუბს სურს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.

2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში ბექა ქავთარაძემ ''საბურთალოს'' რიგებში 18 მატჩში ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო (2 პენალტით) და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მას 35-ე საფეხბურთო სკოლაში, თბილისის ''დინამოსა'' და ''რუსთავში'' უთამაშია. ასევე, ბექა ქავთარაძეს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უასპარეზია.

რუსეთის პრემიერლიგაში არაერთი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს. მათ შორის ეროვნული ნაკრების შემდეგი ფეხბურთელები: სოლომონ კვერკველია, ბექა მიქელთაძე, ზურიკო დავითაშვილი (სამივე როტორი), გია გრიგალავა (არსენალი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) და ჯიმი ტაბიძე (უფა).

მასალაში გამოყენებულია gettyimages-ის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები