ბერბატოვი:
Aa
Aa

ბერბატოვი: "თუ ტიტულების მოგება გინდა, ხანდახან ნაძირალაც უნდა იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ბულგარელმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა ოლე გუნარ სულშერის ბიჭები გააკრიტიკა.

ბერბატოვი დიდი მატჩებისას ფეხბურთელებში შესაბამის განწყობას ვერ ხედავს. „ბერბა“ ჟოზე მოურინიოსა და როი კინის მოსაზრებებს იზიარებს.

„როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებია, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაში ხარ, ან როგორი განწყობა გაქვს. ეს გაცილებით მეტია. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გინდა მოგება და რამდენად ხარ ყველაფერზე წამსვლელი, რამდენად ცბიერი და ჭკვიანი ფეხბურთელები გყავს.

თუ, გამარჯვება გინდა, ბინძურ ქმედებებზეც უნდა შეგეძლოს წასვლა, რათა გაიმარჯვო. ხანდახან ასეთი რაღაცების კეთებაც გიწევს.

როგორც ჟოზე მოურინიომ თქვა, თუ ტიტულების მოგება გინდა, ხანდახან ნაძირალაც უნდა იყო. დიდ შეხვედრებში „იუნაიტედის“ მოთამაშეებში ასეთ რამეს ვერ ვხედავ.

როი კინმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი გაოგნებული იყო მანჩესტერული დერბის შემდეგ ფეხბურთელების ჩახუტების ხილვით. მას ვეთანხმები. რა ჯანდაბაა! ეს დერბია, გამოდი და მოიგე“.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ „იუნაიტედს“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში 2:0 მოუგო, რასაც „მანკუნიანელთა“ მორიგი კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები