საახალწლო სასწაული - ფეხბურთელმა 10 წლის შემდეგ საჭმელი დამოუკიდებლად შეჭამა
Aa
Aa

საახალწლო სასწაული - ფეხბურთელმა 10 წლის შემდეგ საჭმელი დამოუკიდებლად შეჭამა

“უტრეხტისა“ და რუმინეთის ნაკრების მცველის მიხა ნეშუს კარიერა 2011 წელს ვარჯიშის დროს დასრულდა,როდესაც ის თანაგუნდელს ალე სხუტს შეეჯახა. 28 წლის ფეხბურთელი მინდორზე დაეცა და გონება დაკარგა.

ის ეგრევე საავადმყოფოში გადაიყვანეს,მას კისრის მოტეხილობა დაუდგინდა. ოპერაცია 5 საათს გაგრძელდა. ნეშუ 4 დღე კომაში იყო,გამოღვიძების შემდეგ კი ის წელს ქვევით ვერაფერს ვერ გრძნობდა და ეტლის მომხარებელი გახდა.

უკვე 10 წელია ფეხბურთელის რეაბილიტაცია მიმდიანრებს და ყველა მის ჯანმრთელობაზე ყველა სიახლე გამარჯვების ტოლფასია. ახალი წლის დღეებში კი მოხდა სასწაული და რუმინელმა ფეხბურთელმა ტრაგიკული დღის შემდეგ საჭმელი დამოუკიდებლად პირველად შეჭამა.

37 წლის ნეშუ მარჯვენა ხელს იშვიათად ამოძრავებს,მაგრამ ის მუშაობს თავის თავზე,რომ შედეგი მალე იყოს. „მე ერთი და იგივე გრაფიკი მაქვს უკვე 4 წელია. ვიმყოფები სავარჯიშო ბაზაზე. ბოლო თვეა უკვე დღეში ორჯერ ვარჯიშობ. დილაობით ველოსიპედზე ვარჯიში მეხმარება ფეხების და ხელების მოძრაობაში. შემდეგი 4 საათი სესორულ ეკრანზე ვხატავ,როგორ ამას სკოლაში ვშვებოდი,რათა ხელმა უკეთ დაიწყოს მოძრაობა. ლანჩის შემდეგ მივდივარ ფიზიოთერაპევთან,სადაც 2 საათი ვჩერდები. 2 წლის განმავლობაში ვცდილობდო ჭიქიდან საწრუპავით წყალი დამელია და მე ეს შევძელი. ეს დიდი პროგრესი იყო. ეხლაც ვმუშაობთ ჩემს თავზე,რომ სავსე ჭიქის დაჭერა მალე შევძლო. ალე ძალიან კარგი ადამიანი. მას მე ვუთხარი,მას რომ ის არაფერ შუაში არ იყო.ეს იყო უბრალოდ შემთხვევითობა. მსგავსი შეჯახებები ყველა ვარჯიშის დროს ხდებოდა“ - განაცხდა ნეშუმ

ალე სხუტმა კი საფეხბურთო კარიერა მალევე დაასრულა. ჰოლანდიელ ფეხბურთელს შოკიდან გამოსვლა ძალიან გაუჭორდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები