შენგელიას ბრწყინვალე მატჩი: MVP და 22 ქულა !
VTB გაერთიანებული ლიგის მორიგ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ უშუალო კონკურენტ ''ნიჟნი ნოვგოროდთან'' გასვლით მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ცსკა-მ 20-ქულიანი სხვაობით 83:63 მოიგო.
ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა. მან პარკეტზე 20 წუთი და 52 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. 29 წლის მძიმე ფორვარდი მატჩის MVP გახდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
Начинаем год с победы над @BC_NN ????
— CSKA Moscow (@cskabasket) January 3, 2021
????@TokoShengelia23: 22 очка, 4 подбора@DHilliard6X: 13 очков, 4 подбора
Янис Стрелниекс: 13 очков#CSKAbasket pic.twitter.com/IxafZTzek6
შენგელიას გუნდმა მიმდინარე სეზონის VTB გაერთიანებულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 9 მატჩი მოიგო და ორ შეხვედრაში დამარცხდა. ცსკა მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ''ზენიტს'' ჩამორჩება, რომელმაც 10 შეხვედრიდან 9 მოიგო.
მოსკოვის ცსკა VTB გაერთიანებულ ლიგაში შემდეგ მატჩს 18 იანვარს, სტუმრად ''სარატოვთან'' გამართავს.