Aa Aa
3 იანვარი 2021  |  18:58

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი: MVP და 22 ქულა !

VTB გაერთიანებული ლიგის მორიგ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ უშუალო კონკურენტ ''ნიჟნი ნოვგოროდთან'' გასვლით მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ცსკა-მ 20-ქულიანი სხვაობით 83:63 მოიგო.

ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა. მან პარკეტზე 20 წუთი და 52 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. 29 წლის მძიმე ფორვარდი მატჩის MVP გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

შენგელიას გუნდმა მიმდინარე სეზონის VTB გაერთიანებულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 9 მატჩი მოიგო და ორ შეხვედრაში დამარცხდა. ცსკა მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ''ზენიტს'' ჩამორჩება, რომელმაც 10 შეხვედრიდან 9 მოიგო.

მოსკოვის ცსკა VTB გაერთიანებულ ლიგაში შემდეგ მატჩს 18 იანვარს, სტუმრად ''სარატოვთან'' გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში