კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სიმბოლური გუნდი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სიმბოლური გუნდი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა Facebook-ის გვერდმა 2020 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც თბილისის ''ლოკომოტივის'' 4 ფეხბურთელი მოხვდა: მეკარე გიორგი მამარდაშვილი, მცველი ნიკა სანდოხაძე, ნახევარმცველი ბექა დარცმელია და ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე.

აღსანიშნავია, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ''ლოკომოტივის'' მოთამაშე ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც ''ლოკოს'' გასულ ზაფხულში ჩაუდგა სათავეში.

მათ გარდა სიმბოლურ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები არიან: გრიგოლ ჩაბრაძე (თელავი), მამუკა კობახიძე (ბათუმის დინამო), დავით კობოური (თბილისის დინამო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამო), ნოდარ ქავთარაძე (თბილისის დინამო), მიკოლა კოვტალიუკი (გორის დილა).

სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვით 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი, ხოლო საუკეთესო მცველად მამუკა კობახიძე დასახელდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი ''შუქურას'' ბრაზილიელი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დასახელდა, რომლის გაწვრთნილმა ''შუქურამ'' უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით

სეზონის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები): გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

სეზონის საუკეთესო მცველი (ნომინანტები): მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის საუკეთესო ნახევარმცველი ბექა დარცმელია გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელი გორის ''დილას'' უკრაინელი ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკი.

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი (ნომინანტები): ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (ნომინანტები): მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ნიქაბაძე (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკია.

ბომბარდირთა სამეული: მიკოლა კოვტალიუკი (დილა - 13 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი - 9 გოლი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ - 8 გოლი)

საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, დილას უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბთ) და ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი).

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები